„იუვენტუსი“ ახლოს არის ზაკარიას ტრანსფერთან #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ახლოს არის ზაკარიას ტრანსფერთან #1TVSPORT

მიონხეგლადბახის „ბორუსიას“ ნახევარმცველი დენის ზაკარია ახლოს არის „იუვენტუსში“ გადასვლასთან.

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, მხარეებმა მოილაპარაკეს 7-მილიონიან ტრანსფერზე. თავად ფეხბურთელთან შეთანხმებულია კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე, წლიური ხელფასი იქნება – 2.7 მილიონი ევრო.

ახლა, გარიგების დასასრულებლად „იუვენტუსს“ აუცილებლად სჭირდება ურუგვაელი ნახევარმცველის როდრიგო ბენტანკურის „ტოტენჰემში“ გაყიდვა.

25 წლის ზაკარიამ, რომლის კონტრაქტი „გლადბახთან“ ამ სეზონის ბოლოს იწურება, ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში 16 მატჩ ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.