„ბაიერნმა“ მატიას გინტერს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

16:04, 26.01.2022

გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „გლადბახის“ მცველთან მატიას გინტერთან, – თავის „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

გერმანიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს „გლადბახის“ დატოვებას – გინტერის კონტრაქტს ვადა ამოეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს.

სკირას ინფორმაციით, „ბაიერნმა“ მცველს ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

მსგავსი