გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „გლადბახის“ მცველთან მატიას გინტერთან, – თავის „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
გერმანიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს „გლადბახის“ დატოვებას – გინტერის კონტრაქტს ვადა ამოეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს.
სკირას ინფორმაციით, „ბაიერნმა“ მცველს ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.