იან ზომერი „ბაიერნში“ გადადის #1TVSPORT
იან ზომერი „ბაიერნში“ გადადის #1TVSPORT

შვეიცარიის ნაკრების მეკარე იან ზომერი „გლადბახიდან“ „ბაიერნში“ გადადის.

გაზეთ Blick-ის ინფორმაციით, კლუბებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს 34 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ზომერი „ბაიერნთან“ მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. „გლადბახი“ მიუნხენური კლუბისგან რვა მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 1.5 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ეძებს მანუელ ნოიერის შემცვლელს, რომელმაც თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და სეზონი ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.