„ბარსელონა“ მატიას გინტერით დაინტერესდა  #1TVSPORT
„ბარსელონა“ მატიას გინტერით დაინტერესდა #1TVSPORT

„გლადბახის“ მცველმა მატიას გინტერმა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს კარიერა.

28 წლის ფეხბურთელი კატალონური კლუბის სატრანსფერო სიაში მოხვდა: „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აპირებს გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულში გადაიბიროს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი არ აპირებს „გლადბახთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და ამ სეზონის შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.