ქალაქ ლეიდაში, სტადიონ Camp d’Esports-ზე კატალონიის სუპერთასი გათამაშდა “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის.
ესპანეთის ჩემპიონმა სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა და პენალტების სერიაში შეძლო გამარჯვება.
ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, 11-მეტრიანებში კი “ბარსამ” 4:2 მოიგო.
გამარჯვებული გუნდი ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
სილესენი, ვიდალი (მირანდა, 75), მინა, პალენსია, კუენკა (კოსტასი, 62), დინი (რუისი, 75), გომიში, ალენია (მაკგუეინი, 75), დ. სუარესი (რივერა, 46), დემბელე, ალკასერი.
კატალონიის სუპერთასი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თამაშდება. წელს მესამე ფინალი ჩატარდა. 2014 წელს ტიტული “ბარსელონამ” მოიპოვა, 2016 წელს – ესპანიოლმა“.