ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა “ბარსელონამ” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგ ფორვარდთან ანტუან გრიზმანთან, – იტყობინება ინტერნეტ-რესურსი Le10Sport.
ახლა, კატალონელები აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას მადრიდულ კლუბთან, რაც სერიოზული პრობლემა არ უნდა გახდეს.
საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის, გრიზმანის კონტრაქტში შესაძენ თანხად მითითებულია 200 მილიონი ევრო, მაგრამ 2018 წლის პირველი ივლივიდან, ეს თანხა ორჯერ შემცირდება. სწორედ ამ დროს შეეცდება “ბარსელონა” გრიზმანის შეძენას.