„ბარსელონა“ 19 წლის მცველში 100 მილიონ ევროს იხდის
„ბარსელონა“ 19 წლის მცველში 100 მილიონ ევროს იხდის

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და უკვე შეარჩია შესაფერისი კანდიდატურა.

TF1-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნე გერმანული “ლაიპციგის” 19 წლის მცველი დეიოტ უპამეკანოა, რომელიც ბუნდესლიგასა და ევროტურნირებზე კარგ სეზონს ატარებს.

ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს და “ბარსელონა” მზად არის, ეს თანხა გადაიხადოს. უპამეკანოზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, “არსენალი”, “მილანი” და სხვა კლუბები.

ამ სეზონში მცველმა 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის 2017 წლის იანვრიდან თამაშობს “ლაიპციგში“, სადაც 10 მილიონ ევროდ “ზალცბურგიდან” გადავიდა.