ბარნოვისა და პეტრიაშვილის კვეთაზე წყლის მილის გახეთქვის შედეგად სახლები, სარდაფები და მაღაზიები დაიტბორა
ბარნოვისა და პეტრიაშვილის კვეთაზე წყლის მილის გახეთქვის შედეგად სახლები, სარდაფები და მაღაზიები დაიტბორა

ბარნოვისა და პეტრიაშვილის კვეთაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, სარდაფები, სალონები და მაღაზიები დაიტბორა.

როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელები ამბობენ, მიმდინარეობს დათვლა, რის შემდეგაც სრულად მოხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება.