ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოსწავლეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდებიდან ერთს ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიდევ ორი დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაყვანილ სამ მოზარდს, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტები ახლა შეიყვანეს და მათი მდგომარეობის შესახებ ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.