ბარათაშვილის აღმართზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდება
ბარათაშვილის აღმართზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. აღნიშნული დავალება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

„აშკარაა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა. უნდა განხორციელდეს სრული რეაბილიტაცია და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუ რაიმეა შესაცვლელი, შეგიძლიათ GWP-ისთან გაიაროთ და ეს პროექტი იქნას განხორციელებული. ასევე, განათებები, ბორდიური – რაც კი გასაკეთებელია, ძალიან მაღალი ხარისხით უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.