აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა ჯო ბაიდენს. დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მხოლოდ ჯო ბაიდენი იბრძვის.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ობამას გადაწყვეტილებამ დემოკრატიული პარტია უნდა გააერთიანოს.
„ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. მე მჯერა, რომ ჯო ბაიდენს აქვს ყველა თვისება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.