ბარაკ ობამა - ყველა ბიულეტენის დათვლას დრო სჭირდება და, დიდი ალბათობით, ამაღამ არ გვეცოდინება შედეგი, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, ვიდრე წყაროებს არ გადაამოწმებთ, დაე, პროცესი თავის დინებას მიჰყვეს
ბარაკ ობამა - ყველა ბიულეტენის დათვლას დრო სჭირდება და, დიდი ალბათობით, ამაღამ არ გვეცოდინება შედეგი, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, ვიდრე წყაროებს არ გადაამოწმებთ, დაე, პროცესი თავის დინებას მიჰყვეს

2020 წელს ყველა ბიულეტენის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდა და, დიდი ალბათობით, ამაღამაც არ გვეცოდინება შედეგი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა ბიულეტენის დათვლას დრო სჭირდება.

ამასთან, ობამას მოწოდებაა, რომ არ გაავრცელონ ინფორმაცია წყაროს გადამოწმების გარეშე.

„ასე რომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე რამ, როდესაც გინდათ, რომ თქვენი ხმა გაიგონ: ათასობით საარჩევნო მუშაკი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს მძიმე სამუშაოს ასრულებს. პატივი ეცით მათ; მადლობა უთხარით მათ; არ გაავრცელოთ ინფორმაცია, ვიდრე თქვენს წყაროებს არ გადაამოწმებთ; დაე, პროცესი თავის დინებას მიჰყვეს. ყველა ბიულეტენის დათვლას დრო სჭირდება“, – წერს ობამა.