ბარაკ ობამა - FoxNews-ის მაყურებლები და New York Times-ის მკითხველები განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას თქმით, დღეს აშშ-ში მედიაგარემო ისეთია, რომ FoxNews-ის მაყურებლები და The New York Times-ის მკითხველები განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ. ეს განცხადება ობამამ ჰიუსტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„1981 წელს ახალი ამბებს დღის წესრიგს ჯერ კიდევ განსაზღვრავდა ის მოვლენები, რომელსაც „ასოშიეთედ პრესი“, Washington Post-ი ან New York Times-ი და სამი სამაუწყებლო კომპანია ავრცელებდა. ასე რომ, რომელი კომენტატორისგანაც არ უნდა მოგესმინათ ეს ახალი ამბები, ყველა მისდევდა და თანხმდებოდა ფაქტებზე. ეს კი განსაზღვრავდა იმ ძირითად ხაზს, რომელსაც ყველა მხარე მისდევდა”, – განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ახლა ეს შეცვლილია და სხვადასხვა მაუწყებლის მაყურებლები სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მედიაგარემო, სადაც FoxNews-ის მაყურებლებს და New York Times-ის მკითხველებს განსხვავებული რეალობა აქვთ”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ბოლო კვლევების მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეთა 64%-ი ფიქრობს, რომ მედიამ აშშ-ში საზოგადოების დაყოფას შეუწყო ხელი.