ბარაკ ობამა - არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, იქ იყო მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა, არსებობდა გარკვეული სიმპათია შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, არსებობს მიზეზები, რის გამოც უკრაინას 2014 წელს არ ჰქონდა დასავლეთის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ახლა აქვს. ამის შესახებ მან „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ობამას თქმით, უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.
„არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, რადგან ყირიმში მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა იყო, არსებობდა გარკვეული სიმპათია შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა. უკრაინაში პოლიტიკა უფრო რთული იყო“, – აღნიშნა ობამამ.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელს, რომელსაც აკრიტიკებენ რუსეთთან დაახლოებისა და არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკის გამო.