აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანში უკრაინის ელჩი, ვლადისლავ კანევსკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„ბაქოს მცხოვრებლებო – თქვენ ხართ საოცრება. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოსთან ასობით მცხოვრებმა იმღერა „დიდება უკრაინას“. დიდ მადლობას გიხდით ძმებო”,- ნათქვამია ვლადისლავ კანევსკის განცხადებაში.