ბაქოში თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო დიალოგის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 3 ივნისს თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო დიალოგის რიგით მე-13 შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამრეწველო, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში.
მხარეები ასევე ისაუბრებენ თავდაცვის სფეროში მათ შორის არსებული ძირითადი მიმართულებების განვითარებაზე.