აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში დღეს ომში გამარჯვების აღსანიშნავი მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.
აღლუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო.
აღლუმში 3 000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენლილი იყო 150-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და სარაკეტო-საარტილერიო დანადგარები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. აღლუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ის სამხედრო ტროფეიც, რომელიც აზერბაიჯანულმა არმიამ სამამულო ომის დროს მოიპოვა.
აღლუმზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელმაც მოსახლეობას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
„აზერბაიჯანამა 44-დღიან ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დაამარცხა სომხეთი. ბოლო მოუღო ოკუპაციას. ამ 44 დღიდან თითოეული ჩვენი დიდებული ისტორიაა. აზერბაიჯანული არმია ყოველდღიურად წინ მიიწევდა.
დღეს სიამაყის გრძნობით შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანმა მიზანს მიაღია, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა, საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.