ბაქოში საღებავების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 32 სახანძრო ეკიპაჟი და 160-მდე მეხანძრეა მობილიზებული. ხანძარი 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა.
შიშობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა, მეზობლად მდებარე შენობებზეც გავრცელდეს.
ხანძრის ჩაქრობას უკვე რამდენიმე საათია, ცდილობენ. მისი გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.