ბაქოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას სამხედროებიც აკონტროლებენ
აზერბაიჯანის დედაქალაქის ქუჩებში სამხედროები პატრულირებენ. ინფორმაციას „ფრან პრესი“ ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამხედროები პოლიციელებთან ერთად გააკონტროლებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შესრულდეს.
21 ივნისის აზერბაიჯანის მთავრობამ ბაქოსა და სხვა დიდ ქალაქებში კარანტინის წესები გაამკაცრა. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებით შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლიათ. ახალი წესები პირველ აგვისტომდე იქნება ძალაში.
აზერბაიჯანში ამჟამად კორონავირუსის 18 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.