ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობით, შედარებით მსუბუქი დაზიანებების მქონე ექვსი პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.