ბაქოში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარს, წინასწარი მონაცემებით, 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტოები 1news.az და APA ავრცელებენ.
აზერბაიჯანის დედაქალაქის ხატაის რაიონში მდებარე ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი დაწესებულების მეორე განყოფილებაში გავრცელდა, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიოდნენ.
სამაშველო სამსახურებმა ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. როგორც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია.