ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშორისო დღე აღინიშნება
ბაპტისტურ-ევანგელისტურ ტაძარში მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მშვიდობის კათედრალში ლიტურგიულ მსახურებას ქრისტიანი, მუსლიმი, იეზიდი სასულიერო და საერო პირები ესწრებიან. ისაუბრებენ მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობაზე, იდეასა და შესაძლებლობებზე.
ასევე, დაგეგმილია ომბუდსმენის მოადგილის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები.
მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესდა და გაერო-ს ამ ინიციატივას მსოფლიოს ყველა კუთხეში სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს.