კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად ფერს დასჯერდა.
ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქე სლოვაკეთი იყო. საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა 0:0.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა და ოთხი ქულა დააგროვა.
საქართველომ სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ხურცილავა, ოგბაიძე.
შეცვლაზე შევიდნენ კაპანაძე, ჯინჯოლავა, ტორონჯაძე.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელები მასპინძელ უკრაინას დაუპირისპირდებიან.