ბანგლადეშში ერთ-ერთი ქალაქის ყოფილი მერის დაკრძალვაზე ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა
ბანგლადეშში ერთ-ერთი ქალაქის ყოფილი მერის დაკრძალვის ცერემონიაზე მომხდარი ჭყლეტის დროს დაიღუპა სულ მცირე 10 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ ჩიტაგონგში მოხდა. 15 დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ექიმები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.
მოჰიუდინ ჩოუდჰური, რომელიც ქალაქ ჩიტაგონგის მერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა, 73 წლის ასაკში 15 დეკემბერს გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამგლოვიარო ცერემონიაზე საკვები მოიტანეს.