ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 13 სამართალდამცველი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.
ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, ბანგლადეშის მთავრობამ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბანგლადეშში არეულობის შედეგად სულ 280 ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებთ, თავდაპირველად აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის, თუმცა ივლისიდან სტუდენტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვენ.