ბანგლადეშში აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქება გამთენიისას მოგბაზარის რაიონში, სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, ახლომდებარე შვიდი შენობა და სამი ავტობუსიც დაზარალდა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული.