ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა
ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კვოტების სისტემამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.
საჯარო სექტორის სამუშაოების მესამედი იყო შენახული 1971 წელს პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებისთვის. მაგრამ ახლა სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ხუთი პროცენტი შეიძლება დარჩეს ვეტერანთა ნათესავებს, დანარჩენი კი სხვა კატეგორიებისთვის იქნება განკუთვნილი.
ბანგლადეშში ძალადობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 50 ადამიანი მხოლოდ 19 ივლისს დაიღუპა.