ბანგლადეშის სასაზღვრო ძალებმა ინდოეთის საზღვრის დაცვის თანამშრომელი მოკლეს
ბანგლადეშის სასაზღვრო ძალებმა ინდოეთის საზღვრის დაცვის თანამშრმელი მოკლეს.
დაპირისპირება ინდოელი მეთევზის დაკავებას მოჰყვა. ბანგლადეშის მხარის განცხადებით, ინდოელ მესაზღვრეს ცეცხლი თავდაცვის მიზნით გაუხსნეს, ის დაკავებული მეთევზის გათავისუფლებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი ინდოელი მესაზღვრე.
მეთევზის დაკავების მიზეზად ბანგლადეშის მხარე საზღვართან, მდინარე პადმაში თევზაობას ასახელებს, სადაც ოფიციალური დაკა თევზაობას კრძალავს.
მომხდარის გამო, ორი ქვეყნის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მხარეები ფაქტის გამოძიებაზე თორაშეთანხმდნენ.