ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა
ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა

ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 40 დაშავდა. ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და მაშველები. ისინი შენობაში დარჩენილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ქიმიური ნივთიერებების საწყობი იყო განლაგებული.

ხანძარი დაკაში მდებარე ხუთსართულიან შენობაში გუშინ საღამოს გაჩნდა და გვერდით მდებარე სახლებზე მალევე გავრცელდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი შესაძლოა, შენობასთან ახლო გაჩერებულ ავტომობილში გაზის ავზის აფეთქება ყოფილიყო.