ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთმანეთს საზღვრები გაუხსნეს.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები ექვსი მილიონი ადამიანი ამიერიდან გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს.
სხვა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებისგან განსხვავებით ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს ამ სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხევაში ორკვირიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.