ბალტიის ზღვაში, ატლანტიკის ჩრდილოეთსა და არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის გამო, შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს
ბალტიის ზღვაში, ატლანტიკის ჩრდილოეთსა და არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის გამო, შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს.
გამოცემა „თაიმსთან“ ინტერვიუში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტქვისტმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში შეიარაღებულ ძალებში სამხედროების რაოდენობა 60 000-დან 90 000-მდე, ყოველწლიური თავდაცვით ხარჯები კი 40 პროცენტით, 7.2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
„რუსეთი ატარებს უფრო კომპლექსურ, რთულ სავარჯიშოებს, მეტად მაღალ შესაძლებლობებზე. მურმანსკში არის დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა არქტიკული ბრიგადის შემადგენლობით და ასევე ვაკვირდებით წვრთნებსა და ოპერაციებს ატლანტიკის ჩრდილოეთში. ამის მიზანია აშშ-სა და ევროპას შორის ალიანსის გაწყვეტა, ასევე ტრანსატლანტიკური კავშირების განადგურება“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
2014-2025 წლებში შვედეთის სამხედრო ბიუჯეტი 85 პროცენტით გაიზრდება, რაც 1 950-იანი წლების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის სფეროს დაფინანსების ყველაზე დიდი პროცენტია. ამ ამოცანის შესასრულებლად, წვევამდელთა რაოდენობა 2025 წლიდან რვა ათასი ადამიანით უნდა გაიზარდოს და ორჯერ მეტი გახდეს, ვიდრე 2019 წელს. შვედეთის ახალი გეგმა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდზე განთავსებული ბატალიონის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად.