ბალტიის ქვეყნებმა გერმანიას მოუწოდეს, უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს
ბალტიის ქვეყნებმა გერმანიას მოუწოდეს, უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს.
„ჩვენ მოვუწოდებთ გერმანიას, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას „ლეოპარდები“. ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად“, – წერს „ტვიტერში“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რიკევიჩსკი.
20 იანვარს რამშტაინის ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიევისთვის გერმანული ტანკების გადაცემის საკითხზე თანხმობას ვერ მიაღწიეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დასავლელი მოკავშირეების გაუბედაობა უფრო მეტი უკრაინელის მკვლელობის მიზეზი ხდება.
„თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას აუცილებელი შეიარაღებით და გააცნობიერებთ, რომ, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, ომის დასრულების სხვა ვარიანტი არ არსებობს. მაგრამ გაუბედაობა დღეს უფრო მეტ უკრაინელს კლავს. ყოველი გაჭიანურებული დღე – ეს უკრაინელების სიკვდილია. სწრაფად იფიქრეთ“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.