ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ბაკურიანში, კოხტასძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. იგი სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ- ერთ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მუშად მუშაობდა. მამაკაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.