ბაკურიანში, დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით დამსვენებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
ბაკურიანში, დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით დამსვენებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

ბაკურიანში დამსვენებლებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.

ბრენდირებული ავტობუსები დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაკურიანში წრიულად იმოძრავებს და მგზავრებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით გადაიყვანს.

ტრანსპორტი დამსვენებლებს უფასოდ მოემსახურება.

მინისტრი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიდველის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.