ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე- წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით.

აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.