ბაიოს გობელენი 950 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება
ცნობილი გობელენი ბაიოდან, რომელზეც ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა და ჰასტინგსის ბრძოლაა გამოსახული, 950 წლის შემდეგ საფრანგეთის საზღვრებიდან გავა და ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ფრანგული მხარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დათანხმდა, რომ ნამუშევრის ხილვის საშუალება ბრიტანელ დამთვალიერებელსაც მიეცეს.
მოლაპარაკებებში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უშუალოდ იყო ჩართული. აქამდე გობელენი ნორმანდიის ქალაქ ბაიოში იყო გამოფენილი.