უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი მიუნხენში, “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩის დროს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს რამდენჯერმე ესროლეს ყალბი კუპიურები. კერძოდ, ეს იყო 500 ევროს ნომინალის ბანკნოტები, რომელზეც თავად ბრაზილიელი ფეხბურთელია გამოსახული.
შეხვედრა “ალიანც-არენაზე” “ბაიერნმა” 3:1 მოიგო. წაგების მიუხედავად, პსჟ-მ პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში, გერმანიის ჩემპიონი მეორეზე გავიდა.