აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კრიმინალი უწოდა.
როგორც ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს თქვა, ჯო ბაიდენი არის „კრიმინალი. ის იღბლიანია. მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზრენი“.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადრთი გასამართლებული დამანშავე დონალდ ტრამპია. ბაიდენის თქმით, მოსაზრება, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, აღმაშფოთებელია.
„ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე ამ სცენაზე არის კაცი, რომელსაც ახლა ვუყურებ და საქმე ისაა, რომ ის რასაც გეუბნებათ, უბრალოდ, არ არის სიმართლე. ფაქტია, მისი მხრიდან არ ყოფილა ძალისხმევა, შეეჩერებინა ის, რაც კაპიტოლიუმში ხდებოდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა, გასამართლებას იმსახურებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა.
„გაიხსენეთ ყველა ის დანაშაული, რომელშიც ბრალი გაქვთ წარდგენილი და ყველა სამოქალაქო ჯარიმა, რომელიც დაგაკისრეს. რამდენი მილიარდი დოლარის ჯარიმა გაქვთ? ქალის საჯარო სივრცეში შევიწროვებისთვის, მთელი რიგი ქმედებების ჩადენისთვის, მაგალითად, პორნოვარსკვლავთან სექსუალური კავშირისთვის მაშინ, როდესაც თქვენი მეუღლე ორსულად იყო. რაზე საუბრობთ? თქვენ ქუჩის კატის მორალი გაქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრამპმა პორნოვასკვლავთან კავშირის ბრალდება უარყო და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა.