ბაიდენის ადმინისტრაციამ, მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვის მიზნით, თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი წესები წარადგინა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიული გეგმის თანახმად, მოთხოვნაზე უარს ეტყვიან მიგრანტების უმრავლესობას, რომლებიც თავშესაფარის თხოვნას სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, ვიდრე აშშ-ის საზღვარს მიაღწევდნენ.
მედია წერს, რომ ბაიდენის გეგმა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, რომელიც არასოდეს ამოქმედებულა, რადგან ის სასამართლოში დაბლოკეს. გეგმა აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს თავშესაფარზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისთვის, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც არ უწევთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება აშშ-მდე მისასვლელად.
გამონაკლისი დაიშვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ „მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა“, ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხე“, როგორებიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა უდავო გარემოებები.“ წესების მიხედვით, გათავისუფლდებიან ბავშვებიც, რომლებიც მარტო მოგზაურობენ. გეგმა დროებითი იქნება და შემოიფარგლება ორი წლის ვადით, მისი გაგრძელების შესაძლებლობით.