ბაია პატარაია - „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რომლებზეც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი არ მოგვისმენია
კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, თუმცა ხელისუფლება სათანადო პასუხებს არ სცემს.
მისივე შეფასებით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კონტრაქტი კაბალური პირობებით არის შედგენილი.
„ეს შეკითხვები ჟღერდება, პრობლემა აქვს კონტრაქტს, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად კაბალური პირობებით არის შედგენილი ეს კონტრაქტი. არსებობს უამრავი კითხვა იგივე სხვადასხვა რისკთან დაკავშირებით – დაწყებული ეკოლოგიური შეფასებით, გარემოს ცვლილებას როგორ, რამდენად იწვევს და ა.შ. რაზეც დღემდე ხელისუფლების მხრიდან სათანადო პასუხი არ მოგვისმენია“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.