ბაღდათში, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებისას 13 ადამიანი დაშავდა
ერაყის დედაქალაქში იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ბაზაზე არსებული ძველი საბრძოლო მასალის დამუშავების დროს დაიწყო.
ვადაგასული საბრძოლო მასალების დამუშავების პროცესი შიიტური სამხედრო დაჯგუფება, „ალ-ჰაშდ ალ-შააბის“ სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობდა. აფეთქებების დაწყების შემდეგ, ჭურვები ბაღდადის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ე.წ. „მწვანე ზონაში“ ჩავარდა, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული.
ჭურვების აფეთქებების შედეგად სამოქალაქო პირებიც დაშავდნენ.