ბაღდათის 52-ე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა უბანზე შესვლის დროს დააზიანა სარჩევნო ინვენტარი. მათ შორის, ვერიფიკაციის სამი აპარატიდან მწყობრიდან გამოვიდა ორი და ამჟამად მხოლოდ ერთი რეიგისტრატორის საშუალებით მიმდინარეობს მუშაობა.
დაზიანდა ხმის მთვლელი ორივე აპარატი, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდნენ საოლქოს წარმომადგენლები, მისი აღდგენა შეძლეს დ კენჭისყრის პროცესი სწორედ მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
როგორც ადგილზე მყოფი პირები იუწყებიან, მამაკაცმა უწმაწური სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები და მხარდამჭერები.