ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ერაყის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აფეთქებების გამო, 90-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერაქტები ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ბაღდადის ცენტრში, მოედანზე აამოქმედეს. ავიაციის მოედანზე მუშები მშენებლობაზე დასაქმების მიზნით ყოველდღიურად იკრიბებიან.
ერაყის სხვადასხვა ქალაქი თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდებოდა, თუმცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, აფეთქებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.