ბაღდადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს აქციის მონაწილე დაიღუპა
ბაღდადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს აქციის მონაწილე დაიღუპა

ერაყის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

ალჯაზირას“ ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად სხეულის დაზიანება 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ბაღდადში გამართულ დემონსტრაციაზე მოქალაქეები კორუფციასთან ბრძოლას, სამუშაო ადგილებს და მომსახურების სფეროების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების დროს 40 პოლიციელი დაშავდა. საპროტესტო აქცია ბაღდადის ცენტრში თავდაპირველად მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ე.წ. „მწვანე ზონასთან“ სცადეს მიახლოება, სადაც სამთავრობო შენობები და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები მდებარეობს. პოლიციამ დემონსტრანტების შესაჩერებლად ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა.