ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ე.წ. მწვანე ზონაში რაკეტა ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჭურვი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გაშვებული.
აღსანიშნავია, რომ ერაყსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული დიალოგის პირველი ეტაპი იწყება. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, 11 ივნისს შეხვდებიან და პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში ურთიერთქმედების საკითხებზე იმსჯელებენ.