ბაღდადში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა
ბაღდადში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა

ბაღდადში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აღემატება. ტერორისტული თავდასხმა ბაღდადის ბაზარში მოხდა. ‘

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბაღდათში მსგავსი თავდასხმა 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ბაღდადის ცენტრში, ტაიარანის მოედანზე მდებარე ხალხმრავალ ბაზარში. ერაყის შინაგან საქმეთა სამანისტროს ცნობით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ტერაქტზე პასუხისმგბელობა ჯერ არავის აუღია.