ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში მცხოვრებლებს, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ფართები დაუკანონდებათ
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის კორპუსებში მცხოვრებ დაახლოებით 100 ოჯახს, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულის სტატუსი არ აქვთ, მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ დაკანონების თემას, გამგეობას პროცესი უკვე დაწყებული აქვს. დაახლოებით 100 ოჯახია, რომელიც არ არის იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებში, მათ ძალიან მალე საცხოვრებელ ფართებს დავუკანონებთ.
განაცხადი შემოსულია, მუშაობა დაწყებულია და პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.