მეწყრული ზონის გამოვლენის გამო, ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.