ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი - ბავშვების უდიდესი ნაწილი, რომელმაც რეგისტრაცია ვერ გაიარა, ადგილებით დაკმაყოფილდება
ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი - ბავშვების უდიდესი ნაწილი, რომელმაც რეგისტრაცია ვერ გაიარა, ადგილებით დაკმაყოფილდება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით,  ბავშვების უდიდესი ნაწილი, რომელმაც ბაღებში რეგისტრაცია ვერ გაიარა, ადგილებით დაკმაყოფილდება.

როგორც სააგენტოს უფროსმა, კახა გვანცელაძემ პირველ არხს განუცხადა, რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაახლოებით 7000-ზე მეტმა ბავშვმა ვერ გაიარა, თუმცა მერიამ პრობლემა ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწყობითა და დამატებითი ადგილების შექმნით მოაგვარა.

სააგენტოს უფროსის თქმით,  ბაგა-ბაღებში, სადაც ტერიტორია და სივრცე საშუალებას იძლეოდა, ბავშვებისთვის ადგილები დაემატა და ახალი სასწავლო წლისთვის ყველა შესული განაცხადი სრულად დაკმაყოფილდება.

გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის თბილისში არსებულ 180 საჯარო ბაგა- ბაღში სულ 61 000 ათასი ბავშვია დაფიქსირებული, ამ რიცხვში შედის ის 7 ათასი ბავშვიც, რომელმაც რეგისტრაცია ვერ გაიარა.

ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.